пятница, 20 марта 2009 г.

გორში კირიონ II-ს ქ. 12-ში მდებარეობს სახელმწიფო ეთნოგრაფიული მუზეუმი,რომელიც 1938 წელს აკ. ივ. ჯავახიშვილისა და პროფ. ს. მაკალათიას თაოსნობით გაიხსნა, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც 1943 წლიდან სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრა- ფიული მუზეუმია.
ექსპონატთაგან განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, თამარ მეფის და დავით ნარინის მონეტე- ბი, ე.წ. გორის განძი (XV ), მტკვარ-არაქსის კულტურის ნიმუშები და სხვ.

ქალაქის ცენტრში მდებარეობს ი. ბ. სტალინის სახლ-მუზეუმი, რომელიც ყოველთვის იზ- იდავდა ტურისტებს.
კომპლექსში შედის: სახლი, სადაც დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა სტალინმა. სახლს აქვს დიდი პავილიონი, იქვეა მუზეუმის შენობა. სახლი აღადგინეს და გაიხსნა 1937 წელს.
2009 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გადაწყდა, სტალინის მუზეუმში გაიხსნას ოკუპაციის მუზეუმი.